„ჩემთვის მიღებული მეილი არ ყოფილა სიურპრიზი, იმიტომ რომ მე გუშინ მქონდა შეხვედრა მაესტროს გენერალურ დირექტორთან ზურაბ ნაყეურთან, რომელმაც მე გადმომცა ყველაფერი ის რაც იყო აღწერილი წერილში. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მან გაიარა დამატებითი კონსულტაციები მაესტროს ბორდის წარმომადგენლებთან, საუბარია დაახლოებით 80% აქციონერებისა. ამაში როგორც ვიცი მონაწილეობას არ იღებენ მამუკა ღლონტი , ეკა აკობია და თუ არ ვცდები ილია კიკაბიძე . შესაბამისად ზეპირად გადმომცა, რომ მათ არ სურთ ჩემთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება. მაესტროსთან მე მაკავშირებდა 3 თემა, რაც უკავშირდება ფინანსებს. პირველი ეს არის ჩემი როგორც კრედიტორის თემა, ეს არის 2014 წლის თემა, როდესაც კომპანიას პრობლემა შეექმნა და იყო ყადაღის საშიშროება და მე ავიღე ოვერდრაფტი ერთ-ერთი ბანკიდან. ახლა შემიძლია დავადასტურო რომ ეს დავალიანება დაფარულია. მეორე საკითხია ხელფასების მატების საკითხი, მე მივიღე პასუხი რომ ეს ვერ მოხდებოდა წელს და ამას ყველა გაგებით მოეკიდა. მესამე არის აუთსორსის თემა, რომელიც გარკვეულწილად იყო გადახარშული და ჩემგან კომპრომისით, რომ ოღონდ გადაცემები გაგრძელებულიყო.
კონტრაქტით, რომელიც მე მაქვს გაფორმებული არ ითვალისწინებს, რომ მე მაესტროში გადაცემა უნდა წამეყვანა. ეს იყო ზეპირი შეთანხმება. დაარქვით კეთილი ნება ორივე მხრიდან და ახლა ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა , რომ მე ცალმხრივად მივიღე გადაწყვეტილება, თუმცა ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე გენერალური დირექტორი.
ჯამში თემა სრულდება იმით, რომ არის ტოტალური სხვაობა აუთსორსთან დაკავშირებით ხედვებში, ჩემსა და ტელეკომპანიის მესვეურებს შორის.
მე 2013 წლიდან დავიწყე მაესტროსთან ურთიერთობა და დღემდე სარედაქციო პოლიტიკასთან პრობლემა არ მქონია.
აუცილებლად მოხდება ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი, ადვოკატები უკვე ჩართულნნი არიან ამ საკითხში.“- განაცხადა გიორგი ისაკაძემ
ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით შეტყობინება გიორგი ისაკაძემ დღეს მიიღო.
„იმის გამო, რომ საზოგადოების დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვა გადაცემების „ბიზნესკონტაქტი“, „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“-ს ე.წ „აუთსორსზე“ გაყვანასთან დაკავშირებით არ შეესაბამება თქვენს, გიორგი ისაკაძის, როგორც ამ ტელეპროექტების ხელმძღვანელის ხედვებს და ასევე სამომავლო გეგმებს.- მე როგორც კომპანიის დირექტორი ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას:
„მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შპს „სტუდია მაესტრო“ ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას. უთანხმოების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და ასეთ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას.“- აღნიშნულია წერილში, რომელიც გიორგი ისაკაძემ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






