რუსთავი 2-ის პროცესის გამო მოსამართლეთა კოლეგიის წევრებმა 31 მაისს ჩანიშნული სხვა საქმეები გადადეს
პოლიტიკა - 13:17, 31 May, 2016     3706
რუსთავი 2, არასამთავრობო და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი სააპელაციო სასამართლოს პროცესის ფორსირებაში ადანაშაულებენ.

დღევანდელ სხდომაზე ტვ საქართველოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს საქმის განხილვის გადადება, მიზეზად კი დასახელდა ის რომ მათ სხვა პროცესები ჰქონდათ, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ ამ შუამდგომლობაზე უარი თქვა.

ტვ საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ , დღეისთვის ჩანიშნული აქვთ სხვა პროცესიც და ამის შესახებ რამდენიმეჯერ გააფრთხილეს რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი სასამართლოც. ადვოკატის განცხადებით, მაშინ ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ განმარტა, რომ 31 მაისი მათ განრიგში დაკავებული იყო და სხდომა დღეს არ გაიმართებოდა. გუშინ, 30 მაისის, დღის ბოლოს, კი მხარეებისთვის მოულოდნელად განხილვის გაგრძელება სწორედ დღეისთვის დაიგეგმა.

ამასთან როგორც ირკვევა, რუსთავი 2-ს საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიის წევრებს, დღეს დილიდან ჩანიშნული ჰქონდათ რამდენიმე, სრულიად სხვა პროცესი, თუმცა, მათ მიერ, გუშინ რუსთავი 2 -ის საქმის განხილვის ბოლო, მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომ რუსთავი 2-ის ხელახალი პროცესი ჩანიშნულიყო, შეიცვალა მათი დღის წესრიგი და გადაიდო ის საქმეები, რომლებიც მათ დილიდან ჰქონდათ ჩანიშნული.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სამდივნოშიც, სადაც ამბობენ, რომ რადენიმე პროცესი, ნატალიანაზღაიძის და ნათია გუჯაბიძის მონაწილეობით, გადაიდო სწორედ მოსამართლეთა არასრული შემადგენლობის გამო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიამ გუშინ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროცესი განახლებულიყო დღეს.

სწორედ რუსთავი 2-ის პროცესი გახადა მიზეზი იმისა, რომ კოლეგიის წევრ მოსამართლეებმა შეცვალეს საკუთარი განრიგი და ყველა სხვა პროცესები, რომლებიც ჩანიშნული ქონდათ დღის პირველ ნახევარში, გაუქმებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42