"თავისუფალმა დემოკრატებმა" ახალი წევრი წარადგინეს
პოლიტიკა - 12:51, 31 May, 2016     2335

პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ბანიამინ კასიმოვი შეუერთდა. კასიმოვი საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ბანიამინ კასიმოვი ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ დაფუძნების დღიდან იყო პარტიის წევრი და აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში. შემდეგ, 3 წლის განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. როგორც ბენიამინ კასიმოვმა წარდგენისას განაცხადა, დღეს როცა "სამშობლოს სამსახური დასჯადია", კონფორტულ სამსახურში დარჩენა მისთვის უხერხულია. კასიმოვი არაერთი საერთაშორისო პროექტის და პროგრამის მონაწილეა და ინტენსიურად მუშაობდა ეთნიკური უმცირესობის პრობლემებზე. ბენიამინ კასიმოვი სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლობდა.

‘’ეს არის გმირობის ტოლფასი დატოვო კომფორტული სამსახური და წახვიდე ოპოზიციურ პარტიაში. ბენიამინი არის მნიშვნელოვანი და ძლიერი კადრი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს ითამაშებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენთვის, ‘’თავისუფალი დემოკრატებისთვის’’ ძალიან მნიშვნელოვანია ბენიამინის პარტიაში უკან დაბრუნება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


‘’სამწლიანი საჯარო სამსახურის შემდეგ მე ისევ ვუერთდები ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’. ჩემთვის დიდი პატივი იყო მუშაობა ისეთ სტრუქტურაში როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო, მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება შემდგომ საქმიანობებში. მაგრამ დღეს ვინაიდან ქვეყანას სჭირდება სწორი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება და ვინაიდან სწორედ ‘’თავისუფალი დემოკრატებია’’ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვები და კომპეტენცია ქვეყანა დააყენოს განვითარების სწორ გზაზე, გადავწყვიტე წამოვსულიყავი თავდაცვის სამინისტროდან და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ რიგებს შევრთოდი. დღეს როცა "სამშობლოს სამსახური დასჯადია", როცა ხელისუფლება ინერციით აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ უსამართლობას, კონფორტულ სამსახურს ვერ შევრჩებოდი, დარჩენა უხერხულიც კი იყო. ასე რომ ვუბრუნდები ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ რათა ვუთხრა "არა" ფორმალურ მმართველობას და ფორმალური მმართველობის იმ უარყოფით შედეგებს რომელსაც ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ყოველ ნაბიჯზე ვხდებით’’, - განაცხადა ბანიამინ კასიმოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42