სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა ნიკა გვარამიას თქმით მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი პროცესიდან გააძევეს:
„ისიც ვერ გავარკვიე რისთვის გამომაძევა, ვთხოვე ახსნა, რომ ჩემი თავი დამეცვა, სამომკავლოდ მაინც, მაგრამ ეს განმარტება ვერ მივიღე, მაგრამ ისიც ვერ გავარკვიე მთლიანად პროცესიდან გამომაძევა თუ სხდომიდან, ქ ჩვეულებრივი ზონდერული მუშაობა მიდის მოსამართლეებისგან, განსაკუთრებით ნატა ნაზღაიძეა ამაში შემჩნეული და აკვირვებს ხოლმე თავის კოლეგებს. ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში, არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ერთნაირად დაამთავრებენ, ნატა ნაზღაიძე, თამაზ ურთმელიძეც და თეა წულუკიანიც“- განაცხადა გვარამიამ.
არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სასამართლო კოლეგიას ფორსირებულად პროცესის განხილვის დავალება აქვს.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმალურადაც არ იყოს ის მოსამართლე, მანტიის გახდაზე თამაშს არავისთან ვაპირებ, მაგრამ ამ ქალბატონს მანტიას აუცილებლად გავხდით, რადგან ის არ არის მოსამართლე, ის არღვევს ყველანაირ პროფესიულ სტანდარტს, კანონმდებლობას და დაამთავრებს ცუდად, ამას მას ვპირდები, ამის გარანტიას ვაძლევ 100 პროცენტიანს,“ - აღნიშნა რ2-ის დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






