"გუშინ სააპელაციო სასამართლომ თავისი რეალური სახე აჩვენა. კოლეგიის თავმჯდომარემ არა მხოლოდ მხარეებს, არამედ საკუთარი კოლეგიის წევრებსაც კი არ შეუთანხმა მომავალი პროცესის ჩანიშვნის შესახებ სა ისე დატოვა დარბაზი. პრაქტიკულად, დაცვის მხარეს 24 საათიანი ვადაც კი არ მიეცა იმისთვის, რომ პროცესისთვის მომზადებულიყო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს არა მარტო გადაწყვეტილება აქვს წინასწარ დაწერილი, რომელიც უნდა წაიკითხოს, არამედ მას კონკრეტული ვადებიც დაუწესეს უკვე თუნ როდის უნდა გამოაცხადოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მიდის ეს პროცესი განსაკუთრებულ ფორსმაჟორულ რეჟიმში, ფორსირებულია მთლიანად პროცესი და მიუხედევად იმისა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული პროცესუალური საკითხებია გასავლელი, მე არ გამოვრიცხავ, რომ უკვე გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს, ვინაიდან უკვე სრულიად ქაოტურ რეჟიმში გადავიდა კოლეგიის მუშაობა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა
რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, დღეს ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანაა რუსთავი 2-ის გაჩუმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ არჩევნებზე სერიოზული პრობლემები შეექმნება.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რუსთავი 2 არ მოსწონს, დღეს ალბათ ის ერთადერთი ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ტელეკომპანიაა საქართველოში, რომელიც ობიექტურად გადასცემს თუ რა ხდება ქვეყანაში. ამიტომ, ბუნებრივია ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის და ყველა მეთოდით შეეცდება რამენაირად თავისუფალი ხმა ჩაახშოს," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
.
მასალის გამოყენების პირობები






