თუ რუსთავი 2 გაჩუმდება, ხელისუფლებას უჩნდება შანსი, რომ არჩევნებში მოიტყუოს - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 11:21, 31 May, 2016     1865

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე კომენტარს აკეთებს. ქარდავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ზე გავლით, სურს არჩევნების გაყალბება, ეს კი ქვეყანას არასახარბიელო სიტუაციაში დააყენებს:

„ყველა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამ პროცესის წარმმართველი არის არა სასამართლო და ეს არის არა ქონებრივი დავა, არამედ არის ხელისუფლების დავა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრის და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, ეს უკვე ცხადზე უცხადესია და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ხელისუფლებამ იმასთან ერთად, რომ მიიღო გადაწყვეტილება, დაადუმოს რუსთავი 2 და თავისუფალი მედია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გააკეთოს ფორსირებულად არჩევნებამდე, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ის დარჩეს მარტო, ისე, რომ ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციას, არ ჰქონდეს საშუალება ხალხს გააგებინოს განსხვავებული აზრი.

ეს პროცესი ასე მარტივად არ წარიმართება, რაც არ უნდა შემოგვთავაზოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ განსაკუთრებულად თავისუფალი მედიაა, კი ბატონო, ვეთანხმები მას იმაში, რომ რუსთავი 2-ია ეს განსხვავებული აზრის მატარებელი ტელევიზია, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებული აზრის მატარებელი ტელევიზია სურს მას, რომ დაადუმოს. ის, რომ ხელისუფლებას დღეს არ გააჩნია საკუთარი ტელევიზია, რატომღაც მას დაავიწყდა, რომ მას გააჩნია პირადი ტელევიზია. ფაქტია, რომ ხელისუფლება მიდის ყველაფერზე, ივანიშვილი ცდილობს ყველა ხერხით და ყველა ბერკეტით მოახერხოს არჩევნების შედეგების მიტაცება, მოახდინოს შედეგების უზურპირება, სხვა შემთხვევაში მან იცის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია და წარმატებას ვერ მიაღწევს.

მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს ქართულ ოცნებას და აქ ერთი გზა მიდის სწორედ რუსთავი 2-ზე. თუ რუსთავი 2 გაჩუმდენა, მათ უჩნდებათ იმის შანსი, რომ ამ არჩევნებში უბრალოდ მოიტყუონ და მიიტაცონ ამომრჩევლის ხმები. ვნახოთ როგორ დასრულდება მთელი ეს პროცესი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამის უფლებას დღევანდელ ხელისუფლებას არ მისცემს. გადაყვება ეს ხელისუფლება სწორედ რუსთავი 2-თან დავას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზე მეტად, შესაძლოა ნჩვენი სახელმწიფო დაზარალდეს, სწორედ ქართველი ხალხის ოფლისა და სისხლის ფასად მოპოვებული დასავლური გარღვევების წყალში გადაყრა იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარიდ ანაშაული, რომელიც დაეკისრება ამ ხელისუფლებას.

მე იმედი მაქვს ქართველი ხალხის, რომელსაც ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი.

ჩავთავლოთ რომ საქართველო დარჩება სრულ იზოლაციაში და პირისპირ აღმოჩნდება რუსეთთან. აღმოვჩნდებით კვლავ რუსეთის კლანჭებში, გზა რომელსაც გვტავაზობს რუსთავი 2-ზე გავლით ხელისუფლება, ეს არის გზა არსაით“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42