„რუსთავი 2-ის საქმე რომ პოლიტიზირებულია ამაზე არავინ არ დაობს. ყოვლად სამარცხვინო და ამაზრზენი იყო გუშინ 6 საათზე მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც მეორე დღეს 10 საათზე დანიშნა პროცესი, ეს მაშინ, როდესაც ასობით საქმე არის განუხილველი სააპელაციო სასამართლოში, თვეობით და ხანდახან წლობითაც კი გრძელდება, რა თქმა უნდა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს პროცესი მთლიანად არის პოლიტიზირებული, ოლიგარქს მიერ, რომელიც დღემდე ვერ აკონტროლებს რუსთავი 2-ს, რომელიც დღეს ყველაზე რიტინგული და ყველაზე საინტერესო ტელევიზიაა საზოგადოებისთვის, ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც საზოგადოების ინტერესს გამოხატავს, უნდა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ეს ტელევიზია სატელევიზო სივრციდან გააქროს, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამ ხელისუფლებას დაასრულებს კიდეც, როგორც მოხდა შევარდნაძის ხელისუფლების შემთხვევაში. იმდენად არაპროგნოზირებადია ეს სასამართლო, რომ რთულია იმის თქმა რას მოიმოქმედებს დღეს, მაგრამ მეორეს მხრივ, შეკვეთა მიღებული აქვს სააპელაციო სასამართლოს ამ კოლეგიას, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს, მაგრამ მე მათ მოვუწოდეს, რომ გამოიჩინონ რაც შეიძლება მეტი პრონციპულობა, იმიტომ რომ ეს საქმე არის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პროცესი და უნდა მიიღონ სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტილება. ის რასც ხელისუფლება აკეთებეს, სრული დელეგიმატიციისკენ მიჰყავს 2016 წლის არჩევნები, ხოლო რუსთავი 2-ის პროცესი თუ ისე განვითარდა, როგორც მათ სურთ, ეს იქნება საფლავის ქვა მათ პოლიტიკურ კარიერაზე“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






