საია იუსტიციის საბჭოს რ2-ის საქმეზე კოლეგიების ცვლილების საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 10:51, 31 May, 2016     1552
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის საბჭომ, რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიების ცვლილების საკითხი უნდა შეისწავლოს და საზოგადოებას შესწავლის შედეგად გამოკვეთილი გარემოებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს . საიას განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები.

აღნიშნულმა საკითხმა იმთავითვე გააჩინა ეჭვები როგორც მოპასუხე მხარის, ასევე საზოგადოების თვალში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილება სასამართლოზე და მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე მიუთითებდა.

საკითხის შესწავლის მიზნით, საიამ სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე ლილი ტყემალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეთა ნაწილი, მათ შორის სამოქალაქო საქმე #2ბ/6052-15 (,,რუსთავი 2“-ის საქმე), მოსამართლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას სხვა მოსამართლეზე რიგითობით გადანაწილების მიზნით.

ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წერილობით გაკეთებული განმარტება არ არის საკმარისი იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ამ საქმეში მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლილებებთან მიმართებით საზოგადოებაში გაჩნდა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის სისტემური პრობლემები, რომლებიც მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების წესსა და პრაქტიკას უკავშირდება. კანონმდებლობა ადგენს სასამართლოს თავმჯდომარის ფაქტობრივად უკონტროლო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას, რიგითობით საქმის განაწილების წესის დაცვის გარეშე, გადასცეს საქმე განსახილველად ნებისმიერ მოსამართლეს და თავადვე განსაზღვროს საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაც. საქმის განაწილების წესის უკონტროლობას თავად ზემოაღნიშნულ წერილში მოყვანილი ინფორმაციაც ადასტურებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „... (კოლეგიებში) მოსამართლეთა შემადგენლობა რაიმე აქტით არ განისაზღვრება, შესაბამისად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ დოკუმენტაცია კონკრეტული საქმის შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე.“

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭომ, როგორც სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფასა და დაცვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, უნდა შეისწავლოს რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიების ცვლილების საკითხი და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია შესწავლის შედეგად გამოკვეთილი გარემოებების თაობაზე. აღნიშნული პირდაპირ დაკავშირებულია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მის მიმართ საზოგადოებრივ ნდობასთან და სასამართლოს რეპუტაციასთან, რომელთა დაცვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა.

საია მოუწოდებს:

თბილისის სააპელაციო სასმართლოს:

განმარტოს რა პრინციპით მოხდა მოსამართლე ლილი ტყემალაძის წარმოებაში არსებული საქმეების მხოლოდ ნაწილის, და მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმის სხვა მოსამართლეზე გადაცემა;

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

შეისწავლოს რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების ცვლილების მიზეზი და საფუძველი; საზოგადოებას მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; მოსამართლეთა შორის საქმის განაწილების პროცესში არასათანადო მოტივის დადასტურების შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42