სლოვაკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გაიმართა
პოლიტიკა - 21:21, 30 May, 2016     1515

სლოვაკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო ვახშამი გაიმართა.

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო ვახშამზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და სლოვაკ და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში. ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისაკენ.

ქართველ და სლოვაკ ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ, მაგრამ მთავარი მაინც თავისუფლების სიყვარული და საერთო ფასეულობებია.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და საერთო ევროპულ კეთილდღეობაში.

მინდა აღვნიშნო აქტიური თანამშრომლობა განათლების სფეროში. ყოველწლიურად ქართველი სტუდენტები უმაღლეს განათლებას სლოვაკეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში იღებენ.

ჩვენი მეგობრობის დასტურია კომენიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გახსნილი ქართული წიგნის კუთხე, სადაც წარმოდგენილია ქართველ ავტორთა ნაწარმოებები.

კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ტრადიცია წარმოადგენს, ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული კინემატოგრაფიის სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები.

მოხარული ვარ, რომ სწორედ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტისას თბილისში გაიხსნა ბრატისლავას სახელობის სკვერი.

დღეს ჩვენ არამხოლოდ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისათვის. მინდა ყოველივე ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნო ის გულისხმიერება და მეგობრული დამოკიდებულება, რომლებიც მუდმივად გასდევს ფონად ჩვენს შეხვედრებს. ჩემი სტუმრობა სლოვაკეთში და ჩვენი შემდგომი საუბრები პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია.

მიმდინარე წელს სლოვაკეთის რესპუბლიკა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგილოცოთ ეს უაღრესად საპატიო მისია, თქვენ და თქვენს შესანიშნავ ქვეყანას კი, გისურვოთ წარმატება და კეთილდღეობა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის სლოვაკი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და ქართველი ხალხის სიმამაცისა და მეგობრობის სადღეგრძელო შესვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42