ბატონი ბიძინას ჩართულობა ხელს შეუწყობს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას - კახა კალაძე
პოლიტიკა - 20:44, 30 May, 2016     2438

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს დადებითად აფასებს. კალაძე მიიჩნევს, რომ წერილში ავტორი შეეხო ყველა აქტუალურ თემას. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მიესალმება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში:

„წერილში ყველაფერი იყო მოცული, ძალიან დეტალურად იყო ასახული ყველაფერი იმ წლებზე საიდანაც დავიწყეთ თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. იყო საუბარი აწმყოზე და საუბარი მომავალზე თუ რა იგეგმება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ, ქვეყანაში კეთილდღეობა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

მე მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის ჩაერთვება საარჩევნო პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ გაკეთდა განცხადება, რომ ის აქტიურად მიიღებდა მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრუნდება პოლიტიკაში, ამასთან დაკავშირებით ხშირად იყო მანიპულაცია, ეს ასე არ არის. მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას. ის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და მისი ჩართულობა რა თქმა უნდა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რომელი პოლიტიკური პატიის წარმომადგენელია, მე დარწმუნებული ვარ, ყველას ერთნაირად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42