"მაინტერესებს, რა სტატუსით აპირებს ივანიშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრას"- ანი მიროტაძე
პოლიტიკა - 19:54, 30 May, 2016     4743
"ეროვნული ფორუმის" ლიდერი ანი მიროტაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს ეხმაურება და "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ის ვერ ხვდება რა სტატუსით უნდა შეხვდეს წინასაარჩევნოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას:

"ჩემი აზრით, ის აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვითომდა მარტო ნაციონალურ მოძრაობას აღიქვამს მთავარ ოპოზიციურ ძალად, ეს ასე არ არის. ამ ორ პოლიტიკურ ძალას რეალობა რომ არ აქვთ გააზრებული კარგად გამოჩნდა კორცხელში, სადაც ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ურტყამდა ერთმანეთს და ქვების სროლით იყო დაკავებული. ეს ჩემთვის ნიშნავს, ზოგადად ჩამორჩენილობას, პოლიტიკურ უმწიფარობას და ამ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს დაბალი კლასი. როგორ შეიძლება ვილაპრაკოთ, რომ მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური ძალა არსებობს.

ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, და მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც წავა რეგიონებში ხალხთან ანგარიშის ჩასაბარებლად, ის წავა, როგორც 2011 წელს პოლიტიკური პროცესების გამარჯვებული ლიდერი და ძირითადი ძალის დამმარცხებელი თუ "ქართული ოცნების" რიგითი წევრი და კანდიდატი. ამ კითხვაზე მინდა პასუხი და ზუსტად ეს ვერ გავიგე მე ამ წერილიდან"- აღნიშნა ეროვნული ფორუმის ლიდერმა.

როგორც მიროტაძე აცხადებს ხელისუფლების მთავარი გამოწვევა დღეს სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური გაძლიერება უნდა იყოს. დეპუტატი ამბობს, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ცდილობდა ,,ბიზნესების გადამობარებას".

"აქვე მინდა ვთვა, რომ არის კითხვები, რომელზეც რჩება პასუხები გაუცემელი, თვითონ როგორც რეჟიმის მმართვლები ვეღარ ახერხებენ რომ გააკონტროლონ ყველა და ყვლაფერი. არ არის ხელშეწყობა, რომ მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდეს. რა თქმა უნდა, არ ხდება დატერორება, მაგრამ არ არის ხელშეწყობილი ბიზნესი. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ვიცი რამდენიმე გვარი, რომელიც დაინტერესებული იყო ბიზნესების გადმობარებით და ივანიშვილმაც იცის და ამიტომაც ვერ მოხდა საკმარისი ინვესტიციების ჩადება ეკონომიკაში. მთავარი ხელისუფლებისთვის ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის გაძლიერება, ეს არის ძირითადი გამოწვევა" - აცხადებს დეპუტატი.


რაც შეეხება სასამართლოს, მიროტაძე ამბობს, რომ მურუსიძის სინდრომის არსებობა, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას აფერხებს.

,,ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს,რომლებიც ადარებენ წინა მთავრობას, კი კარგია რომ ის წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ის, რომ ჩვენ დავიწყოთ რეფორმა და სწორი გზით მივდივართ, ეს არასწორია. მე პირადად ვამბობ და ვიტყვი იმ სახელს და გვარებს სანამ იარსებებს ეს პრობლემა, რომლებიც ემსახურებოდნენ და ამყარებდნენ იმ უსამართლობას და უკანონობას. ვიდრე ჩვენს სასამართლო სისტემაში იქება მურუსიძის სინდრომი, ვიდრე სასამართლო სისტემაში იქნება გაურკვევი საკითხები, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებია"- განაცხადა მიროტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42