საოკუპაციო ხაზი, ვარშავის სამიტი და რეგიონული უსაფრთხოება - უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა
პოლიტიკა - 19:18, 30 May, 2016     940
ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტიგენტის გაზრდის რეკომენდაციით მიმართა.

აღნიშნული რეკომენდაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს - ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების, რეგიონული უსაფრთხოების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების გარემოს საკითხები.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს 5 სამხედრო მოსამსახურე და საუბარია, მათი რაოდენობის ოცეულით გაზრდაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას”, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭომ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზეც იმსჯელა და მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება.

ეროვნული უშიშროების საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შემუშავების დავალება მისცა.

როგორც ირინე იმერლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე მსჯელობა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება.

„სამიტის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე თავდაცვის მინისტრის და შესაბამისად ამ საკითხებზეც იყო მსჯელობა“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42