კლასიკური შანტაჟი ამომრჩევლის და ბრეჟნევისეული უძრაობის დაპირება - ქარდავა ივანიშვილის წერილზე
პოლიტიკა - 18:19, 30 May, 2016     1529
ამომრჩევლის შანტაჟს უწოდებს ექსპრემიერის წერილს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“ თემის კომენტირებისას აცხადებს, რომ ივანიშვილის ნოტაში, რომელიც დღეს გამოგვიგზავნა, განსხვავებით მისი წინა ,,ეპისტოლეებიდან", არ არსებობს კონკრეტული ქმედება, ორიენტირებული ამომრჩევლის ინტერესებზე.

,,საკმაოდ გულმოდგინედ წავიკითხე ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც მან ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი და შეაფასა მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე პერიოდი და ის, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ ხელისუფლებაში. ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი იმ ნაწილამდე, სადაც ამოვიკითხავდი თუ რა იქნებოდა ის ახალი პოლიტიკური შეთავაზება, ახალი სატყუარა ამომრჩევლისათვის, რითაც უნდა მოეპოვებინა ქართული ოცნებისთვის გამარჯვების ხმების საჭირო რაოდენობა.

მქონდა მოლოდინი, რომ ჭკვიანი მრჩევლების შემთხვევაში ეს შეიძლება ყოფილიყო კარგად შენიღბული და დამუშავებული დაპირება, რომელიც წარსული დაპირებების არშესრულების ფონზე დამაჯერებელი იქნებოდა. თუმცა ვიხილე გამაოგნებელი სურათი ტექსტის სრულად წაკითხვის შემდეგ - ექსპრემიერი, ქართულ ოცნებათან ერთად არ აპირებს განსაკუთრებული დაპირების გაცემას ამომრჩევლისთვის და უფრო მეტიც, ამ წერილიდან იკვეთება, რომ ქართულმა ოცნებამ არც კი იცის, რა შესთავაზოს საზოგადოებას“ - აღნიშნავს ედპ-ს ლიდერი და დასძენს, რომ თუ პოლიტიკურმა ძალამ არ იცი რა შესთავაზოს ამომრჩეველს, არ იცის რა უნდა აკეთო ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ქარდავას თქმით, ერთადერთი იარაღი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილიდან იკითხება - ,,არის შანტაჟი ამომრჩევლის - თუ არა მე, მაშინ მობრუნდება ძველი“.

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ,,ძალიან კარგი, მაგრამ ივანიშვილმა მოატყუა ქართველი პრორუსებიც“, რომლებსაც იმედი ჰქნოდა, რომ ივანიშვილი რუსეთისკენ წაიყვანდა ქვეყანას. ხოლო, ქარდავას სიტყვებით, პროდასავლელები ვერ მოატყუა - ,,უბრალოდ მათ მოუგო“.

,,ვისაც მაცივარს დაპირდა, ისინიც მოატყუა და დღეს ყველას ეუბნება, რომ ჩემი დაპირება სააკაშვილის გაშვება იყოო, დღეს კი ხალხს უთხრა, რომ მიშა არ მოუშვათ, თუ არ გინდათ, უარესად იყოთო. ეს არის კლასიკური შანტაჟი ამომრჩევლის, როცა ხელისუფლება გაკოტრდება საზოგადოების თვალში და მას სათქმელი არაფერი რჩება“ - აღნიშნავს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერი ექსპრემიერს შეახსენებს, რომ პოლიტიკაში არ არსებობს წარსულში დაბრუნება. ,,ქვეყანა ან მიდის წინ, ან ხდება სტაგნაცია. ივანიშვილი ვერ ითვალისწინებს ერთ რამეს - ისევე როგორც ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, ასევეა პოლიტიკაში. აქაც კი იტყუება ექსპრემიერი, წარსული არის როგორც ის 9 წელი, ასევე ეს ოთხი წელი ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის. წარსულზე აპელირება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლის გზა, ნიშანია იმისა, რომ ქართული ოცნება და ამ შემთხვევაში ივანიშვილი, ქართველ ამომრჩეველს ამყოფებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ“ - დასძენს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილს სურს საზოგადოება ჩააყენოს 2012 წლის მდგომარეობაში, როცა ადგილი ჰქონდა უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და სადაც, ამომრჩევლეს არ მიეცა საშუალება გაეკეთებინა სხვა არჩევანიც. ქარდავა დასძენს, რომ ეს ვითარება სპობს დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას, რაც ზოგადად სახელმწიფოს მომავლისთვის დამღუპველია.

,,ასეთი არჩევნები, ფაქტობრივად არის ყველაზე დიდი გაყალბება და სწორედ ამ ტაქტიკით გამოდის ივანიშვილი.

ფაქტობრივად რეზიუმე ამ წერილის არის ის, რომ ივანიშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებას სთავაზობს ბრეჟნევისეული უძრაობის ხანას, სხვა შემთხვევაში, შანტაჟის შინაარსი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მობრუნება, რაც არარეალური და შეუძლებელია. უბრალოდ, ეს ორი პოლიტიკური ძალა ცდილობს ერთმანეთს შორის გაინაწილონ ამომრჩეველი და ამით, ,,ხელიხელს ბანს“ პრინციპით გაიხანგრძლივონ თავიანთი არსებობა, სხვა თემაა, ვინ ოპოზიციაში და ვინ ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკურ ავანსცენაზე რომ მხოლოდ ამ ორი პოლიტიკური ძალის შემყურე უნდა დარჩეს ხალხი, ეს არის მთავარი ტაქტიკა“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42