"ივანიშვილი არ იქნება იმხელა ეფექტის მატარებელი, როგორც 2012 წელს იყო"- მეჭიაური
პოლიტიკა - 16:49, 30 May, 2016     2695
საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, მისი მეგობარი და თანაგუნდელი დეპუტატი ტამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. მეჭიაური დადებითად აფასებს ივანიშვილის განცხადებას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ჩართულობა ”ოცნებას” გარკვეულწილად გააძლიერებს.

"ბიძინას ჩართულობა გარკვეულწილად გააძლიერებს ”ოცნებას”, მაგრამ ის არ იქნება იმხელა ეფექტის მატარებელი, როგორც 2012 წელს იყო"- აღნიშნა მეჭიაურმა.

მეჭიაური მედიისა და სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ექს-პრემიერს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მედია ზომაზე მეტად თავისუფალია, რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, დეპუტატის თქმით, სისტემა ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია, მაგრამ არ არის თავისუფალი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის განხორციელებისგან.თუმცა მეჭიაური საგარეო კურსთან დაკავშირებით ივანიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ვერ ხედავს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რა ოპტიმიზმითაც ივანიშვილი საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას უყურებს:

„სურვილის მიუხედავად ვერ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ევროატლანტიკური კურსისადმი და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, თუმცა იქ მე ვერ ვნახე დასაბუთება ან ოპტიმიზმის საფუძველი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, წერილში საუბარი იყო მიღწევებზე ადამიანის უფლებების კუთხით, სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვის მიმართულებით. სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ ნაწილობრივ სადღაც შემცირდა, სადღაც მეტი შეიქმნა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში ამ კუთხით ვითარება მკვეთრად დადებითად შეიცვალა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის წერილი დღეს გამოქვეყნდა. ექსპრემიერმა წერილში მისი გუნდის მიერ განხორციელებულ დაპირებებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42