საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს:
„ყველა ციფრი, რაც ვნახეთ წერილში იმ რეალობას ასახავს, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავრობა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება. ამისთვის ჩვენ არაერთი ინსტრუმენტი დავნერგეთ ქვეყანაში და დავნერგავთ კიდევ, რათა ქონება და დამატებითი ღირებულება, რაც ქვეყანაში შეიქმნება, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს ჩვენს მოსახლეობაზე, იყოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, ეკონომიკის განვითარების შედეგებით ისარგებლოს მთელმა მოსახლეობამ და არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე, რომელიც უზომოდ გამდიდრდება.
რაც შეეხება მის ჩართვას პროცესებში, ეს მისი სურვილიცაა და „ქართული ოცნებისაც“. შესაბამისად, თუ ის საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, მხოლოდ კარგი და სასარგებლო იქნება, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ისე შედეგებისთვის. რამდენადაც მე ვხედავ, ბატონი ბიძინა შეეცდება იმას, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მოსახლეობას გაუზიაროს, რაც, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს იმ განწყობებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






