საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მის პოლიტკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას ის არ გეგმავს და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გუნდშია.
„მე ვრჩები პოლიტიკაში, მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში. კონკრეტულად თუ სად იქნება ჩემი გამოყენება საჭირო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ რაიმე სხვა სფეროში ამას დრო გვიჩვენებს, ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ - ჯერობით „ქართული ოცნების“ არც საარჩევნო სია და არც მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა გადაწყვეტილი არ გახლავთ, თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიმუშავებ ჩემს რეგიონზე, იმიტომ რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ტყიბულებების ცხოვრებით და მათი პრობლემებით ვიცხოვრე. ვიცი თითოეული მათგანის გაჭირვება და მომავალშიც ვგეგმავ, რომ შეძლებისდაგვარად მათი პრობლემების გადაჭრით ვიყო დაკავებული. იმის მიხედვით თუ რის გაკეთების საშუალებას მომცემს ჩემი სტატუსი.“-განაცხადა ჩაფიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






