თამაზ მეჭიაური საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას თბილისში აპირებს
პოლიტიკა - 15:13, 30 May, 2016     1462

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური, საპარლამენტო არჩევნებში არა მთიანეთში, არამედ თბილისში იყრისს კენჭს. რადგანაც მისი განცხადებით, რეგიონში დეპუტატად ყოფნა დიდ დროს მოითხოვს. ამის შესახებ დეპუტატმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. გარდა ამისა, მეჭიაურმა არც ის ფაქტი გამორიცხა, რომ მან შესაძლოა ითანამშრომლოს, როგორც „მრეწველთა პარტიასთან“ ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“ და სანდრო ბრეგაძესთანაც.

„ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც პოლიტიკოსებთან ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. ეს კონსულტაციები არ დამთავრებულა და მაქსიმუმ 2 კვირაში ეს ყველაფერი მიიღებს საბოლოო სახეს და შემდეგ მას მოსახლეობასაც გავაცნობთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას პირველ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა დველოდებით მოვლენების განვითარებას და არაფერს გამოვრიცხავთ“- განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური მიიჩნევს, რომ თბილისში, ამომრჩეველთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მარტივი და კომფორტულია, ვიდრე ვიდრე რეგიონში.

„თითოეულ რიაონს 2-3 დეპუტატი ეყოლება, აქედან გამომდინარე კი შესაძლებელია, რომ ერთ კვირაში ფეხითაც შემოიარო მთლიანი ოლქი, ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე. ის რაც ერთ სოფელში ცხოვრობს, აქ შესაძლოა მხოლოდ ერთ კორპუსში ცხოვრობდეს, თუმცა სამაგიეროდ, მათთან კომუნიკაციას დიდი დრო სჭირდებოდეს. აქედან გამომდინარე კი იმ პრობლემატიკის გასაცნობად თბილისში ამომრჩეველთან უფრთიერთობა გაცილებით უფრო ადვილია. ეს მაქვს მხედველობაში. ამას გარდა, თბილისში, ამა თუ იმ უბანზე მუშაობს, როგორც ერთის მხრივ როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, ასევე ქალაქიდან. ერთი გზა შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე ათას ადამიანს, მაშინ როდესაც რამდენიმე ოჯახს შესაძლოა სჭირდებოდეს ერთი გზის გაკეთება, რომლის გასაკეთებელი თანხების მოძიების პროცესიც უამრავ პრობლემებთან იყოს დაკავშირბეული, მაშინ როცა თბილისში მას ბუნებრივად აკეთებს მერია, გამგეობა ან ცენტრალური ბიუჯეტი. მაჟორიტარი დეპუტატისგან ისეთი საკითხების გადაწყვეტას მოითხოვენ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არის მაჟირიტართან, თუმცა უარსაც ვერ ეტყვი. გამომდინარე აქედან, ვგულისხმობ ამ კუთხით, გაცილებით უფრო კომფორტულია კენჭის ყრა თბილისში, ვიდრე ისეთ რეგიონში, რომელიც აღმოსავლეთ საქართვბელოშია მაგალითად მთიანეთი, ყაზბეგი, დასავლეთში კიდევ უფრო უარესად არის საქმე ხუთი რაიონი ერთიანდება ერთ ოლქად - მესტია, ლენტეხი, რაჭა, ამბროლაური და ცაგერი და ხუთ რაიონს ერთი დეპუტატი. ეს კანონი არ მიმაჩნია სწორად, რადგან იმ რიაონებში სადაც მოსახლეობა ნაკლებია პრობლემატიკა შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი იყოს.“-განაცხადა მეჭიაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42