,,ივანიშვილი საპნის ბუშტში ცხოვრობს და რეალობას აცდენილია“ - ნიკა რურუა ექსპრემიერის წერილზე
პოლიტიკა - 14:49, 30 May, 2016     1855
სასაცილოს და რეალობასთან აცდენილს უწოდებს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვლის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს საზოგადოება ,,ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა.

,,ეს წერილი არანაირ კრიტიკას არ უძლებს, ეს არის ერთი დიდი სადღეგრძელო, სადაც ადამიანს აშკარად ფიქსაცია აქვს რაღაც თემებზე, რომელიც არავის აღარ სჯერა. ის ცხოვრობს საპნის ბუშტში, სადაც, როგორც სჩანს, ეუბნებიან იმას, რაც მას სიამოვნებს და ის ჯიუტად არის უკვე კონფლიკტში რეალობასთან. ამ ადამიანმა ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლა, აწვება პირველ ჩვენებას და იმეორებს იმ სისულელეებს, რაც მისგან არაერთხელ მოგვისმენია - რომ ის არის საქართველოს დემოკრტაიის შუქურა, თავისუფლების შემომტანი, პროდასავლური პოლიტიკოსი, რომ ყველაფერი არის კარად... ეს რადიკალურად განსხვავდება რეალობისგან და ჩემი აზრით, ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს და იკადრებს, რომ ძალაუფლებაში ასე არაფორმლურად დარჩეს“ - აცხადებს რურუა ,,ნიუპოსტთან“.

კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ არაფრომალური მმართველობით, ექსპრემიერს მისთვის კომფორტული პოზა უჭირავს - ,,ერთის მხრივ არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს, არანაირი თანამდებობა არ უჭირავს და მეორეს მხრივ, იღებს გადაწყვეტილებებს და ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აწვება არა მას, არამედ რომელღაცა მის მარიონეტს. ამ წერილის უდიდესი ნაწილი არის მისი ძველი წერილის ციტირებები და ამას აკეთებს ისე, თითქოსდა ციტირებდეს ვიღაცა დიდ მოაზროვნეს. ძალიან სასაცილო წერილია და სერიოზულად მიჭირს კიდეც საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი აცდენილია რეალობას“ - აცხადებს ნიკა რურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42