არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს - ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა - 12:15, 30 May, 2016     1760

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა.

ივანიშვილი საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ხაზს უსვამს „თანაინვესტირების ფონდის“ საქმიანობას, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მას საქართველოში არავითარი ბიზნესინტერესი არ აქვს:

„არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესამოწმებელია.

ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს. სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში - დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით.

გარდა ამისა, თავად ფონდი, ყოველგვარი პარტნიორის გარეშე, აშენებს რვა სასტუმროს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროექტი სრულად იცავს არქიტექტურულ და გარემოსდაცვით ყველა ნორმას და, ამასთანავე, მიმდებარე ტერიტორიების მოვლას და გამწვანებასაც ითვალისწინებს, ჩვენი ოპონენტები, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ სურთ, საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების გამო მოვედი. სწორედ ამიტომ, ადრეც ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ამ პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, თანაინვესტირების ფონდი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრებას და ყოველმხრივ დახმარებასაც აღმოუჩენს“, - ნათქვამია ივანიშვილის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42