საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს
პოლიტიკა - 12:02, 30 May, 2016     1315

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შეხვედრა გამართეს.

საქართველო მიესალმება, რომ უახლოეს მომავალში, 1 ივლისიდან, სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და იმედს გამოთქვამს, რომ სლოვაკეთი კიდევ უფრო აქტიურადდაუჭერს მხარს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

გაფართოებული შეხვედრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვიზიტისას დაგეგმილი ბიზნესფორუმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ასოცირებისხელშეკრულების თანამშრომლობის რესურსის სრულად ათვისებას.

მნიშვნელოვანია საქართველო-სლოვაკეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ნატოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშითანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველო იმედს გმოთქვამს, რომ 8 ოქტომბერს დაგემილ საპარლამენტო არჩევნებში, სლოვაკეთი დამკვირვებელთა მისიის ფორმატში ჩაერთვება და დამკვირვებლებს გამოაგზავნის.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება სლოვაკეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადიმხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

მხარეები საჭიროდ მიიჩნევენ, განათლების სფეროში გაცვლითი და სასწავლო პროგრამების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაც.

„მივაწოდეთ ინფორმაცია, საქართველოს ვარშავის სამიტისათვის მზადების შესახებ და იმ პროგრესის მოლოდინის თაობაზე, რასაც საქართველო ელის ვიზალიბერალიზაციის პროცესთანდაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, სლოვაკეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, აქედან გამომდინარე, ამ საკითხების განხილვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე განიხილეს, ვიშეგრადის ჯგუფთან თანამშრომლობის ფორმატი და უსაფრთხოების გარემო. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ინფორმაცია სლოვაკეთის პრეზიდენტს ოკუპირებულტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და ბევრი, პერსპექტიული პროექტი დაისახა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმათენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს დელეგაციის მხრიდან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინეიმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორივახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე,ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42