გვარამიას ინფორმაციით, წინა კოლეგიაზე ზეწოლა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან მომდინარეობდა.
უფრო კონკრეტულად, წინა კოლეგიის ერთმა მოსამართლემ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.
"პირველი სხდომის შემდეგ, მე ვესაუბრე ერთ-ერთ ადამიანს, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია, ეს კომუნიკაცია შედგა შუამავლის საშუალებით. კოლეგიაზე იყო ზეწოლა, მოსამართლემ ეს გაანდო სასულიერო პირს და რჩევა ჰკითხა. მან სასულიერო პირს უთხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით. შედეგი კი იყო ძალიან მძიმე. ის (მოსამართლე) იყო ზღვარზე, გაეძლო თუ არა ამ ზეწოლისთვის. მოძღვარმა უთხრა ეს დიდი ცოდვა იქნება და უსამართლობა არ უნდა ჩაედინა. ეს შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიასთან არ შედგა და ამის საფუძველზე შეიცვალა მოსამართლეთა კოლეგია"- აღნიშნა გვარამიამ და კოლეგიის აცილება მოითხოვა.
მისი თქმით, სასულიერო პირის დასახელებას არ აპირებს, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ჩვენებას მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






