თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:34, 30 May, 2016     1535

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკელ კოლეგას მასპინძლობს. დახურული შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

„ჩემთვის დიდი პატივია და ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შედგა პირველი ისტორიული ვიზიტი სლოვაკეთის პრეზიდენტისა საქართველოში, ეს ვიზიტი ბუნებრივია იქნება მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვქონდა მეგობრული შეხვედრა შარშან, ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც და ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად ტრადიციულ მიმართულებებზე, რომელსაც ჩვენ ვავითარდებდით ერთობლივ ფორმატებში. მინდა მადლობა გითხრათ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური წინსვლისკენ.

მე მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც იწყება ერთ თვეში, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ჩვენ გვაქვს უკვე ტრადიციული თანამშრომლობა, როგორც კულტურულ, ასევე სამხედრო სფეროში და ბუნებრივია, ჩემი ვიზიტისას, როდესაც ვიყავი სლოვაკეთში და ახლა, თქვენი ვიზიტით, იქმნება სულ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით.

სასიამოვნოა, რომ თქვენ ჩამობრძანდით ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად, ბუნებრივია, რომ ის თანამშრომლობები, ის მემორანდუმები, რომლებიც დაიდება ჩვენს პალატებს შორის, გახსნის ფართე შესაძლებლობას სლოვაკი ბიზნესმენების დაინტერესებისა საქართველოში. მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ შორის სულ უფრო იზრდება როგორც ტურიზმი, ასევე კულტურული თანამშრომლობის სხვა ფორმები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42