შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და აფხაზთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადიმხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
ხაზი გაესვა, სლოვაკეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის საკითხებში. ასევე, აღინიშნა, სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით.
საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, მომავალში გააძლიეროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობებისფარგლებში.
ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






