დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები ანაკლიის პორტის პროექტს და სასათბურე მეურნეობას გაეცნენ
პოლიტიკა - 16:37, 29 May, 2016     1525
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქსრთველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები ანაკლიის ღრმაწყლივანი პორტის ტერიტორიას ეწვივნენ და ასევე მოინახულეს ცაიშის სასათბურე მეურნეობა.​

ანაკლიის პორტის პრეზენტაცია დიპლომატებს წარუდგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ. პრეზენტაციის ფარგლებში მან უცხოელ ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ტრანზიტული კორიდორისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აგრეთვე ეწვივნენ ცაიშის სასათბურე მეუნეობას, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღეს 9 ჰექტარზეა გაშენებული. მეურნეობის მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია სასოფლო მეურნეობაში პროდუქტის წარმოების შესახებ. მეურნების გახსნის დღიდან დასაქმდა უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

"ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება უცხოური ტექნოლოგიებით სახელმწიფოს დახმარებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნა პროდუქტი, რომელიც შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული და ასევე ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. დიპლომატებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ეს ობიექტი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მათ ქვეყნებში მოხდეს ასევე ამ პროდუქციის ექსპორტი. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობასყველა ამ ქვეყანასთან, ასევე ინვესტიციების კუთხით მათთან თანამშრომლობას და საექსპორტო ბაზრების განვითარებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიპლომატები ეწვივნენ ამ ობიექტს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.​

დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42