სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა, საქართველოს ეწვევა. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება.
ასევე დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






