პაატა ბურჭულაძემ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში საუკუნეების განმავლობაში არასწორი პოლიტიკა არსებობს.
„ზედმეტი ნდობა გვაქვს რუსეთის მიმართ და ეს ზედმეტი ნდობა ძალიან ცუდად აისახა ჩვენს ისტორიაზე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის თქმით რუსეთთან ურთიერთობა რაღაც სახით უნდა აღდგეს. თუმცა არ შეიძლება რუსეთთან კომპრომისზე წასვლა ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო კურსი და ტერიტორიული მთლიანობა:
”ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ჩვენ არ ვართ მათი მტერი. არც არასდროს ვყოფილვართ.თუ ჩვენ შევძლებთ, რომ რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, და ჩვენ ამას უნდა ვეცადოთ. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს.” - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე ასევე შეეხო კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც და აღნიშნა, რომ ამ ფორმატმა გარკვეული შედეგები მოიტანა საქართველოსთვის.
„ის ოკუპანტია, ამას არც რუსეთი არ უარყოფს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ ესაუბრო. საჭიროა, კიდევ სხვა გზები მოინახოს მოსალაპარაკებლად. არ არის ეს საკმარისი. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას ნუ ვიტყვით რომ ამით სარგებელს მხოლოდ ჩვენ ვიღებთ. რუსეთსაც ძალიან სჭირდება საქარველოს ბაზარი" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






