ეკა ბესელიას განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოს კანონზე პარლამენტში მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება რაც სკანონმდებლო ორგანოში ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნისა და პრეზიდენტის შენიშვნების გადაგზავნა მოხდება.
ბესელია ვენეციის კომისიაში დამატებითი განმარტებების გაგზავნას არ გამორიცხავს.
„დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ეს წინასწარი მოსაზრებაა, რომლის შემდგომაც ჩვენც მოგვიწევს დამატებითი ინფორმაციის გაგზავნა. ანუ, სამუშაო პროცესში ვართ ჩვენ ახლა ვენეციის კომისიასთან. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რა პოზიცია ექნება მას და, როდესაც უკვე პარლამენტში მოვა საბოლოოდ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი, ვაპირებთ, გავიაროთ სამუშაო პროცესში ყველა მისი შენიშვნა. ვნახოთ, რა საკითხებზე გააკეთებს პრეზიდენტი აქცენტს და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






