,,ქუთაისში მითხრეს ერთ ხანდაზმულ ქალბატონს უნდა შენი ნახვა, მაგრამ ლოგინადაა ჩავარდნილი. მივედით დეიდა მარიამთან. წლებია ეს ქალი თურმე სახლიდან ვერ გამოდის. მომიყვა, რომ მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს, ძალიან მოინდომა, ღმერთს სთხოვა, ძალა მომეციო, მეზობლებს სთხოვა, დამეხმარეთ და დიდი გაჭირვებით წავიდა არჩევნებზე რომ ქართული ოცნებისთვის ხმა მიეცა. როგორც არასდროს ცხოვრებაში, ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დადგებოდა და ჩემნაირი ხალხისთვის იქნებოდაო. მე, სახლიდან გამსვლელი აღარ ვარო დედაო მითხრა. გული დამეწვა, ვიცი, რომ უმრავლესობა ამას ფიქრობთ. 2012-ში ყველამ ასე გაიჭირვეთ, ყველამ მოინდომეთ და შეუძლებელი შეძელით.
თქვენმა სიმამაცემ შეცვალა უსამართლო ხელისუფლება და დღეს არავის აქვს უფლება რამე დაგამადლოთ და საკუთარ თავზე დაიბრალოს ეს გამარჯვება. თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ სახელმწიფო ისევ აღარ არის ხალხისთვის, როგორც არ იყო წინა მთავრობის დროს. ამიტომ გამარჯვებას გაგრძელება ჭირდება! ღმერთმა გვიცოცხლოს დეიდა მარიამი, რომ ნახოს როგორ დადგება ქვეყანა სწორ გზაზე და როგორი იქნება ახალი სახელმწიფო მისნაირი ხალხისთვის.
დეიდა მარიამ, გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიჭირვოთ და მოხვიდეთ არჩევნებზე!!!. იმიტომ, რომ მეც ისეთივე მოტყუებული ვარ, როგორც თქვენ! იმიტომ, რომ მეც ისეთივე იმედგაცრუებული დამტოვა, ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ და მერე ქართულმა ოცნებამ, როგორც თქვენ. ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ! ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ!.“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






