აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატს ConIFA-2016-ს მასპინძლობს. ე.წ ჩემპიონატი სტარტს 28 მაისს აიღებს, ხოლო ფინალური მატჩი 5 ივნისს გაიმართება.
საფეხბურთო მატჩები სოხუმის „დინამოს“ და გაგრის დაურ ახვლედიანის სახელობის სტადიონებზე გაიმართება.
ე.წ. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია სოხუმის დინამოს სტადიონზე უკვე გაიმართა და რუსულ მედიაში გაშუქდა კიდეც. ღონისძიებას რაულ ხაჯიმბა და საოკუპაციო რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ე.წ ჩემპიონატის ფინალური მატჩი 5 ივნისს გაიმართება.
ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ჩემპიონატში, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები.
მასალის გამოყენების პირობები






