,,არ ყოფილა მოულოდნელობა ვენეციის კომისიის დასკვნა, იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც ქართული პოლიტკური სპექტრი, ქართველი კონსტიტუციონალისტები ამახვილებდნენ ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლის სპეციალისტები, პოლიტიკური ოპოზიცია ითხოვდა მმართველი ძალისგან, რომ არ განეხორციელებინათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ისეთი ცვლილება, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი. ეს ძირითადა ეხებოდა კოლეგიას, პლენუმს და რაც ყველაზე მთავარია და რაზეც მე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების 10-წლიანი ვადა. ერთის მხრივ გამახვილებული იყო ყურადღება იმაზე, რომ 10-წლიან ვადაში რაიმე სახის შეზღუდვა არის უკანონობა და მეორეს მხრივ, ჩვენ ვამბობდით, რომ 10-წლიან ვადაში ბოლო სამი თვის გამოყოფა, ბადებდა კითხვის ნიშნებს და აჩენდა ეჭვს იმის შესახებ, რომ ეს იყო ხელისუფელბის დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის პირად ინტერესებზე მორგებული ცვლილება იმისათვის, რომ საჭროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მმართველი ძალის აზრით, მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს, რიგ საკითხებთან მიმართებაში, ყოფილიყო ქმედითუუნარო - ანუ ვერ მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ არ სჭირდება ქართულ ოცნებას.
ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ ზუსტად იმ საკითხებზე დასვა აქცენტები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, იყო ქართული საზოგადოების დავის საგანი. რაც ყველაზე მნიშნელოვანია ამ დავასა და დისკუსიაში ერთ მხარეს იყო ,,ქართული ოცნება“ - დღევანდელი მმართველი პარტია და მეორე მხარეს იყო დანარჩენი საზოგადოება პოლიტიკოსებთან და კონსტიტუციონალისტებთან ერთად. დღეს უკვე ამავე მხარეს არის ვენეციის კომისია და საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა კრიტიკული შენიშვნები მიანიშნებს იმას, რომ ეს ცვლილება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი დემოკრატიისთვის. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ გარკვეული დიპლომატიის ზღვარსაც კი სცილდება იმდენად მკაცრია ვენეციის კომისიის დამოკიდებულება“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი ,,ნიუპოსტთან“.
ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო პრეზიდენტის მხრიდან, როცა მან აღნიშნული ცვლილებები გადააგზავნა ვენეციის კომისიაში. ამ ვითარებაში, ქარდავა ამბობს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უალტერნატივო სვლა იქნება პრეზიდენტის ვეტო, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ისეთი კანონის მიღებას, რომელის საბოლოოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიას.
,,პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა რა კანონთან გვქონდა საქმე, რომელიც ოცნების ერთი ჯგუფის კანონად ითვლება და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა შედეგი იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი ძალა ამ კანონების გამოყენებას დაიწყებდა საკუთარი მიზნებისთვის.
მოლოდნი მაქვს მხოლოდ ერთადერთი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონს დაადოს ვეტო და იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდება გონიერი უმრავლესობა, რომ არ მისცენ საშუალება დაძლიონ ვეტო. ამით დაზარალდება ერთი პარტიის ვიწრო-პოლიტიკური ინტერესები მაგრამ გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფოს ინტერესები“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“.
მასალის გამოყენების პირობები






