ენმ პრეზიდენტს მოუწოდებს შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს დაზიანების მცდელობა- ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:05, 28 May, 2016     1426
ვენეციის კომისია საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

„ხალხზე ზრუნვის, გაჩერებული ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ნაბიჯების გადადგმისა და გაზრდილი სიღარიბის დასაძლევად მუშაობის ნაცვლად, “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას აგრძელებს.

მთავრობის სამიზნე ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელიც წინაღობად ექცა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის საზიანოს ურვილების ასრულების გზაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილი ცვლილებების დემოკრატიულ ნორმებთან შეუსაბამობასა და მიზანშეუწონლობაზე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია საუბარი.

ვენეციის კომისია უარყოფითი აზრისაა, რომ შეტანილი ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ეზღუდებათ თავიანთი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში საქმეების განხილვის უფლება; საქმის არსებით განხილვამდე, კანონმდებლობის სადაო მუხლის შესაჩერებლად სასამართლოს პლენუმის და არა პალატის გადაწყვეტილება გახდა საჭირო; პლენუმის მიერ გადაწყვეტილებათა მიღება გაზრდილი ქვორუმით უნდა მოხდეს, და

ძალაში შესასვლელად, გადაწყვეტილებებზე მოსამართლეთა ხელმოწერის იმგვარი სისტემა ამოქმედდა, რაც მოსამართლე ტურავას საქციელს დამკვიდრებულ პრაქტიკად აქცევს (შეგახსენებთ: მოსამართლე ტურავა უარზე იყო, ხელი მოეწერა გიგი უგულავას საქმეზე სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამით გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გაეჭიანურებინა).

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე 4 თვით ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაზიანებისა და მისი ეფექტურობის შესუსტების მცდელობა ნათლად ავლენს ივანიშვილის რეჟიმის არსს, რომ, მილიარდერის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იგი საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის დემოკრატიულ მონაპოვარს, მის კეთილდღეობას და ევროპულ პერსპექტივას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს დაზიანების ანტიკონსტიტუციური მცდელობა.

ვენეციის კომისიის პოზიცია საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილი ცვლილებების საკვანძო ასპექტებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ეზღუდებათ თავიანთი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში საქმეების განხილვის უფლება.

“ძნელია, გაიგო, რატომ არ შეიძლება, მოსამართლეებმა სრულად განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია მანდატის [ამოწურვამდე] ბოლო სამი თვის განმავლობაში.” (პარაგრაფი 20)

“ევროპული გამოცდილებით, სამთვიანი პერიოდის შემოღება თვითნებური ჩანს.” (პარაგრაფი 22)

[კომისია] “დაჟინებულ რეკომენდაციას იძლევა, რომ ამორებულ იქნას დებულება - სავარაუდოდ, ანტიკონსტიტუციური - რომელიც ამცირებს მოსამართლეთა უფლებამოსილებას მათი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში.”(პარაგრაფი 26)

საქმის არსებით განხილვამდე, კანონმდებლობის სადაო მუხლის შესაჩერებლად სასამართლოს პლენუმის და არა პალატის გადაწყვეტილება გახდასაჭირო; პლენუმის მიერ გადაწყვეტილებათა მიღება გაზრდილი ქვორუმით უნდა მოხდეს

ერთი მოსამართლის მიერ დაყენებული საკითხის უარსაყოფად, რომ საქმე პალატიდან პლენუმ გადაეცეს “ორი მესამედის მოთხოვნა გადაჭარბებული ჩანს. ეს ნორმა მოსამართლის მიერ ადვილად შეიძლება იქნას ბოროტად გამოყენებული.”(პარაგრაფი 37)

“გაზრდილ ქვორუმთან ერთად, [პლენუმის მიერ გადაწყვეტილებათა მიღესაღებად კვალიფიცური უმრავლესობის მოთხოვნის დაწესება] გადაჭარბებულია და მოსამართლეთა უმცირესობამ ადვილად შეიძლება შეუშალოს ხელი სასამართლოს, მიიღოს გადაწყვეტილებები.” (პარაგრაფი 44)

“ეს ცვლილება იმ ცვლილებასთან კავშირში უნდა შეფასდეს, რომლითაც ფუნქციების ნაწილი პალატიდან პლენუმზე გადადის. ერთად აღებული, ეს ნორმები გარკვეულწილად გაართულებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ამოცანის შესრულებას - მოახდინოს კანონმდებლობაში არაკონსტიტუციური ნორმების დენტიფიცირება და ამოღება.(პარაგრაფი 45)

“ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 44 მუხლის მე-2 პუნქტიდან იმ მოთხოვნის ამოღებას, რომ პლენუმმა გადაწყვეტილებები მინიმუმ 6 ხმით უნდა მიიღოს.” (პარაგრაფი 48)

ძალაში შესასვლელად, გადაწყვეტილებებზე მოსამართლეთა ხელმოწერის ახალი სისტემის ამოქმედება - “საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი ფუნქციობის პრინციპი მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტუაცია, როდესაც ერთი მოსამართლის ხელმოწერის არარსებობა - იმის მიუხედავად, განზრახ გააკეთებს ამას მოსამართლე თუ არა - აბრკოლებს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას.” (პარაგრაფი 51)- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42