ლევან ბოძაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ თავის წინასწარ დასკვნაში კონრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელსაც ის არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებში.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი მადლობას გამოთქვამს ვენეციის კომინიის მიმართ, რომელმაც საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში შეძლო შენიშნვების გაკეთება.
„ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. საქართველოს პრეიდენტი დიდ მადლობას გამოთქვამს ვენეციის კომისიის მიმართ, რომელმაც ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში, პრაქტიკულად უპრეცენდენტოდ განახორციელა წინასწარი მოსაზრებების გამოქვეყნება.
მინდა გაგაცნოთ ძირითადი ასპექტი ამ დასკვნისა, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასებით ეყრდნობა განხორციელებული ცვლილებების შეფასებას ევროპულ სტანდარტებთან, გარდა იმ საკითხებისა რაც ეხება სავარაუდო ანტიკონსტიტუციურობას გარკვეული მუხლებისა, რომლებიც მოცემულია საკანონმდებლო ცვლილებებში.
ის საკითხები, რომლებზეც თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა დადებითი მოსაზრებები, კონკრეტულად ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარის მონაწილეობას სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში, ეს ტავიდანვე იქნა ჩვენი მრხრიდან დადებიტად წარმოჩენილი, კონკრეტულად ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, ჯერკიდევ მეორე მოსმენის პერიოდში, კომიტეტის მოსმენაზე მაშინვე ადასტურებდა, რომ ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული მოსაზრება და ეთანხმებოდა ამ ცვლილებას. არის სხვა საკითხები, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული წარმოების შემორება მისი საქმის წარმოების საკითხებში, არის თემები, რომელიც ეხება მოსამართლეთა განმწესების საკითხებს, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც თავიდანვე პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება და ისევე, როგორც დადებით ნაწილში, ამ უარყოფით ნაწილშიც ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მანამდე გამოხატული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები.
კონკრეტულად ეს ეხება რამდენიმე საკითხს, რომელიც არის პრინციპული. პირველ რიგში ეს გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა, როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ისე ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე. ამ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნა. მიჩნია, რომ ეს ამოღებული უნდა იქნეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან.
ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ვენეციის კომისიას პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, რომელიც ჩვენს ხელთა არის, ეს უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე არის 6 მოსამართლე.
ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნები დაიმსახურა იმ ნორმამ, რომლის მიხედვითაც ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად.
არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ასევე შეეხება სხვა საკითხებს ამ საკანონმდებლო პაკეტისა, რომელზეც ვენეციის კომისიის დასკვნები, მათ შორის რეკომენდაციებთაც ერთად არის ჩამოყალიბებული.
მთავარი არის ის, რომ ვენეციის კომისიამ წინასწარი დასკვნა, რომელიც პლენარულ სხდომამდე შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც საბოლოო დასკვნა, გამომდინარე იქიდან, რომ პლენარული სხდომა, რომელიც ივნისში გაიმართება არ დაამტკიცებს ამ დასკვნას, არამედ მიესალმება მას. ეს დასკვნა ეფუძნება ევროპულ სტანდარტებთან კანონმდებლობის შესაბამისობას, არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურ ნაწილში“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






