2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 268 ვალდებულებიდან 245 ვალდებულება უკვე შესრულებულია
პოლიტიკა - 19:10, 27 May, 2016     1353
27 მაისს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის, თელავისა და რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ წარმოადგინა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2015 წლის მეორე ექვსი თვის შესრულების პროგრესისა და 2015 წლის მონიტორინგის ანგარიშები და რეკომენდაციები. დოკუმენტი მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოდიაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც ანტიკორუფციულმა საბჭომ 2015 წლის 4 თებერვალს დაამტკიცა. ანგარიშებში ასახულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ 13 სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისად მიაღწია, შეფასებულია ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროცესი, არსებული გამოწვევები, აგრეთვე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასებები და რეკომენდაციები. დღესათვის, აღებული 268 ვალდებულიდან 245 ვალდებულება უკვე შესრულებული.

სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ 2015-2016 წლების განახლებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებს მეთოთხმეტე პრიორიტეტი - „კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში“ დაემატა.

საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიკორუფციული საბჭოს წევრები გახდნენ. შესაბამისად, საბჭოს წევრთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა აგრეთვე, ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის 2015 წლის ნოემბერი-დეკემბრის შესრულების მონიტორინგი შედეგების ანგარიში.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს საჯარო სამსახურის ბიუროს თავმჯდომარის მოხსენება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შესახებ, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლის მოხსენება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42