სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას იოსებ ოქრომელიძე შეხვდა
პოლიტიკა - 19:06, 27 May, 2016     2259

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის, სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში დაზარალებულებისგან ზიანის შესახებ პირველადი ინფორმაცია მიიღო.

იოსებ ოქრომელიძე მოსახლეობას ზარალის დათვლას და მისი მოცულობის შესაბამისი სამსახურებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის მიწოდებას უმოკლეს პერიოდში დაპირდა.

„ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც დღეიდან სამეურნეო სავარგულებზე სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესწავლას დაიწყებენ და დასკვნას უმოკლეს ვადაში დადებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაზარალებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამით სარგებლობს, სადაზღვეო კომპანიები მათ მიყენებული ზარალს დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აგროდაზღვევის პროგრამის არსებობის ეფექტინობას“ - აცხადებს იოსებ ოქრომელიძე.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საღამოს საათებში გორის მუნიციპალიტეტის 13 და ქარელის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსხლეობას ხეხილი და ბოსტნეული კულტურები დაუზიანა. გუშინდელი სტიქიის შემდეგ განსაკუთრებული ზარალი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობას მიადგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42