„ეს იყო თავიდანვე ცრუ აჟიოტაჟი, რეალობასთან კავშირი არ ქონდა და იყო მცდელობა რომ მთავრობას ლარის კრიზისის დროს თავი გაემართლებინა და დაბრალებოდა ეროვნულ ბანკს, აქ მოინახა ფინანსური ზედამხედველობის სამსახური, თითქოს მის გამო ხდებოდა ლარის გაუფასურება. ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება იყო. ამ საკითხს არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ უჭერდა მხარს.“- განაცხადა ონოფრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს გასულ წელს გამოეყო.მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. გასული წლის ივლისში პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს.
მასალის გამოყენების პირობები






