მით უფრო, იმ არც თუ ისე ძველი გამოცდილების გათვალისწინებით, როცა ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია საერთოდ არ არსებობდა.
"ნიუპოსტი" დღეს გამართული შეხვედრის დეტალების გარკვევას პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ფიქრია ჩიხრაძესთან შეეცადა.
პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დავით უსუფაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.
"მესმის მედიის ინტერესი, დღევანდელმა შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, იმ ძალინ რთული პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის პირველ პირებს შორის კომუნიკაცია ძალიან პრობლემური იყო. ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში ეს ვითარება აღარ არის და ბუნებრივია შეხვედრები, სატელეფონო საუბრები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ის არ იყო რაიმე საგანგებო ხასიათის. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე თანამდებობის პირი აღმოჩნდა ერთ სივრცეში, კონკრეტულ ღონისძიებაზე იქვე იყო შესაძლებლობა რომ მათ ესაუბრათ გარკვეულ საკითხებზე და ეს შესაძლებლობა გამოიყენეს"- აღნიშნა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ვარშავის სამიტთან ერთად, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობადა კორცხელის ინცინდენტი განიხილეს.
"საუბარი იყო ვარშავის მოახლოებულ სამიტზე სადაც პრეზიდენტია ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და ბუნებრივია სახელმწიფოს გარკვეული პოზიციონირება აქვს ჩამოსაყალიბებელი აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით. მათ ასევე განიხილეს ხურჩაში მომხდარი მკვლელობა, კორცხელში განვითარებული მოვლენები, უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ალბათ უახლოეს მომავალში გაიმართება, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოსთან არსებულ პერიპეტიებს"- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ფიქრია ჩიხრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ უშიშროების საბჭოს სხდომებზე არ დასწრების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.
"ვიმედოვნებ, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებიც მნიშვნელოვან საგარეო ვიზიტებს იშველიებდნენ, რომ როგორმე არ დასწრებულიყნენ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრებს, მე ვფიქრობ რომ ეს იყო არანორმალური და ვფიქრობ რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა საქართველოში"- დასძინა ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






