“შეხვედრა გაიმართა საქმიან, ნორმალურ გარემოში. ჩვენი მოთხოვნა გახლავთ ის რომ მოხდეს ოთხოზორიას მკვლელის დაკავება და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს და დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს მოსთხოვა რომ ეს მოთხოვნა იქნეს შესრულებული. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეხვედრაში მონაწილე მხარეებს წარუდგინა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული მასალები , მათ შორის ვიდეომასალაც
ქეთევან ციხელაშვილი სიცრუეს უწოდებს იმ განცხადებას, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სამართალდამცავების რაოდენობა შეამცირა.
„ჩვენი სამართალდამცავები ისევე როგორც ადრე და იგივე ადგილებზე აკონტროლებენ სიტუაციას. განცხადება რომ სამართალდამცავები იქ არ არიან არ შეესაბამება სიმართლეს . ჩვენი სამართალდამცავებისთვის საყვედურის თქმის უფლება არა მგონია ვინმეს ქონდეს. ისინი სიცოცხლის რისკის ფასად არიან იქ და ასრულებენ თავის მოვალეობას.“- აღნიშნა ციხელაშვილმა,
მინისტრის მოადგილის თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი ყველა საერთშორისო ფორმატზე იქნება განხილული მათ შორის IPRM-ის მომდევნო შეხვედრაზეც, რომელიც 6 ივლისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






