,,არასდროს ყოფილა ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”, რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? ”იზოლდა და იზოლდა ”, ”ტრისტანი და ტრისტანი” და ა.შ. არ დამდგარა ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. მერე უკვე წამოვიდა ეს ტენდენციები ხელოვნებაში და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამგდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”. მიუხედავად ამისა ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული”, - განაცხადა ქანთარიამ.
საქართველოს პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი განიხილება, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს , კერძოდ - ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”. ცვლილებას მიღებას 113 ხმა სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






