კომუნიკაციების ეროვნული კომისია წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს 53 ტელევიზიაზე განახორციელებს
პოლიტიკა - 15:09, 27 May, 2016     1397
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს 2016 წლის 8 ივნისს იწყებს და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომისია ავრცელებს:

"საქართველო ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. რადიმაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანი მითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერში გაშვებული ნებისმიერი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლზე განტავსებული უნდა იყოს სურდოთარგმანი (შშმპ). აღნიშნულის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, კენჭისყრის დღიდან 50 დღით ადრე, ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიაზე და რადიოზე, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულ მაუწყებელზე და ავტორიზებულ მაუწყებელზე. ასევე, უფასოდ სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება უჩნდებათ იმ ადგილობრივ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს და სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ეს ვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.

კენჭისყრის დღიდან 55 დღით ადრე ყველა ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებელი, ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, რომელიც გეგმავს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი რეკლამა, ვალდებულია საარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას და ცესკოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიის და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს ამ სუბიექტებს შორის.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს ეთერში გაშვებული არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები უზრუნველყოს სურდოთარგმანით (შშმპ).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად,

- წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

- წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

- წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00–19:00 საათი) კომისიის ცხელი ხაზის ნომრებზე: 800–900–907, 800–900–908."- აღნიშნულია კომისიის განცხადებაში. კომუნიკაციის ეროვნული კომისია იმ ტელეარხების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომელზეც მონიტორინგი განხორციელდება:

შპს „ჯი-დი ეს თი-ვი“

შპს „სამაუწყებლო კომპანია“რუსთავი 2“

ააიპ „მედია კავშირი ობიექტივი“

შპს „სტუდია მაესტრო“

საზოგადოებრივი მაუწყებელი - I არხი

საზოგადოებრივი მაუწყებელი - II არხი

შპს „ტელეიმედი“

საზოგადოებრივი მაუწყებელი – აჭარა ტელევიზია და რადიო

შპს „ტელეკომპანია კავკასია“

შპს „ტელეკომპანია გურჯაანი“

შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარი“

შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“

შპს „ტელეკომპანია პირველი“

შპს „პალიტრა TV“

შპს „იბერია-TV“

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ – „ტაბულა“

შპს „ტელეარხი 25“

შპს „TV3“

შპს „სტარვიზია“

შპს „ტელე-რადიო კომპანია -TV 24“

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“

შპს „TV8“

სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“

შპს ტელეკომპანია ”დია”

შპს ტელეკომპანია ”I სტერეო”

შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“

შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“

შპს „ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი“

შპს „ეკომი“

შპს ტელერადიოკომპანია ”რიონი”

ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“

შპს „ხარისხის არხი“

შპს „მარნეული ტვ“

შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი“

შპს „იმპერია“

შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი“

შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“

ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“

შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია”

შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი”

შპს „ჯგუფი-ახალი სტილი“

შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“

Tiflis TV

შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“

შპს „სიგულდა“ -

(TV MAX)

შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“

შპს „ქართული არხი“

შპს „კვირა ტვ“

ააიპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“

შპს „კოლხეთი 89“

შპს „ტელე-რადიო კომპანია ატვ-12“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42