ქუვეითში ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა გაიხსნა
პოლიტიკა - 15:01, 27 May, 2016     1809

ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნულისაბჭოს (NCCAL) ორგანიზებით გაიხსნა ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა.

გამოფენა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენა საქართველოს ელჩმა როლანდ ბერიძემ და ქუვეითის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქამალ ალ აბდულ ჯალილმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

ქუვეითის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქამალ ალ აბდულ ჯალილმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა უიშვიათესი არაბული ხელნაწერების საქართველოში არსებობის ფაქტს. მისი თქმით, გამოფენა მათთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მიმდინარე წელს ქუვეითიც ზეიმობს მნიშვნელოვან თარიღს (ICESCO-მ ერთი წლის ვადით ქუვეითი რეგიონში ისლამური კულტურის დედაქალაქად გამოაცხადა).

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ანბანი, სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ქართული ისტორიული ხელნაწერები, ეტრატზე და პაპირუსზე შესრულებული ფრაგმენტები და ილუსტრაციები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ნიმუშები (შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო კარაბადინი, სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონა, თამარ მეფის კუთვნილი სახარება ,,ვანის ოთხთავი’’, მეფე ერეკლე მეორეს ხელნაწერები, ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი, ასევე არაბული წიგნები, იბნ-სინას სამკურნალო წიგნი და სხვა).

ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული სხვადასხვა წიგნები და ბეჭდური მასალა, რომლებიც განთავსდებაქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ქართული წიგნის კუთხეში.

გამოფენაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლოზ ჟღენტმა წარმოადგინა ლექცია-პრეზენტაცია ქართული ანბანის განვითარების ეტაპების, ასევე ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების შესახებ.

გამოფენას ესწრებოდნენ ქუვეითის კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს, ქუვეითის კულტურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ქუვეითის ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პედაგოგები, სტუდენტები, დიასპორის წარმომადგენლები და ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42