„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ალასანიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი ქართულ-ამერიკულ დიალოგში ერთ-ერთი უმთავრესი თემაა.
პარტიის ლიდერის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს უდანაშაულო პირების გათავისუფლების მოთხოვნით:
“დიალოგში ქართულ-ამერიკულ მხარეს შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ დაანახოს ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება ძვირად დაუჯდებათ პოლიტიკურად და ამას სჭირდება მოგვარება. მე ნაკლები აქცენტი მაქვს გადატანილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ჩვენი პარტია და ის მხარდამჭერები, რომელიც ჩვენ გვყავს, გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






