საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა კორცხელში მომხდარი დაპირისპირების თემით გახსნა. კვირიკაშვილმა აღნიშნულ ინციდენტს მიუღებელი უწოდა და ძალოვანი სტრუქტურები შეუსაბამო მოქმედებისთვის გააკრიტიკა, მისი განცხადებით, მოვლენებს ყურადღებით აკვირდება:
„მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად, ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ. იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომში. ოქტომბერში, როდესაც ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები იქნას მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






