უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 13:59, 27 May, 2016     1205

2016 წლის 26 მაისს, ქ. კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა, რომლებმაც ისაუბრეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე საქართველოს და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეები უკვე უახლოეს პერიოდში შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.

მიღებაზე პოპულარული ორკესტრის „კიევ-კლასიკ“ სიმებიანმა კვარტეტმა სტუმრებისთვის შეასრულა ქართული და ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, კიევში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42