28 მაისს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:10, 27 May, 2016     2709
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ხვალ 28 მაისს თბილისში დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოში ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა საზოგადო მოღვაწემ, ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, დააარსა პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძე, რომლის მიზანია ქვეყნის საერთო ამოცანის გარშემო გაერთიანება, სახელმწიფოს გამოყვანა არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს იმიჯის რეაბილიტაცია და შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვება.

28 მაისს, თბილისში ჩატარდება მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველი ოფიციალური ყრილობა, რომელსაც დაესწრება 11000-მდე მხარდამჭერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც კენჭს უყრიან პარტიის ხელმძღვანელობას.

„საქართველოს სჭირდება გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, წარსული შეცდომების შეფასება, გამარჯვებებით, მიღწევებითა და დასავლეთისკენ აღებული გეზით სვლა. დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა შევუდგეთ მოქმედებას.“ – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.

ის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც, უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 75% პოზიტიურად აფასებს.

„მოძრაობის - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, მთავარი ამოცანებია ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენა.

2016 დასაწყისში, ბატონი პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებთან აქტიური შეხვედრები გამართა, რომელზეც დაუდასტურა ამ უკანასკნელთ საკუთარი მისწრაფებები – საქართველოს პრო–დასავლური კურსის აღდგენა – რომელთა განხორციელებასაც სათავე უნდა დაედოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით.

„საქართველო იყო, არის და მუდამ იქნება ჩემი სიამაყე. ეს არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომელიც მუდამ მეამაყებოდა, რომელსაც ვენდობოდი. ახლა კი მოვიდა დრო, როდესაც დადგა ჩემი ჯერი დავეხმარო მას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი სამშობლოსთვის, რითიც მსურს მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რომ მომენიჭა მის წიაღში დაბადების პატივი“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმამ ცხადყო, რომ ქვეყანამ აქტიურად უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი რეფორმა, დაწყებული ეკონომიკური აღზევებით და დასრულებული სტრატეგიული კურსით, რამაც უნდა უზრუნველყოს შიდა დაპირისპირებების თავიდან აცილება და ხელი შეუწყოს თითოეულ მოქალაქეს გაერთიანდნენ მიზნების გარშემო.

„ჩემი ხედვაა ერთიანი ქვეყანა, ერთიანი ერი და იდეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს“ – ამბობს იგი.

პოლიტიკოსის განცხადებით, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გახდება ერთიანობის სიმბოლო და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, რაც ასევე ცხადი გზავნილი იქნება დასავლეთისა და ყველა ქართველი პარტნიორისთვის."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42