,,რომელი მოვაგვარო? გარეგანათება თუ ნაგვის ბუნკერი?“ - გამგებლის მოადგილე წოდორეთის და ლისის პრობლემებზე
პოლიტიკა - 13:54, 27 May, 2016     4254
21-ე საუკუნეში, მცხეთა-მთიანეთის სოფლები უგაზობას, უშუქობას, და ბუნკერების არარსებობას კვლავ უჩივიან.

ჟურნალისტმა ესმა კუნჭულიამ სპეციალური წერილით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს გოჩა ზეიკიძეს და სოფელ ლისისა და წოდორეთის პრობლემის მოგვარება მოითხოვა.

მოსახლეობა სოფლის შესასვლელთან დასახელების აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას ითხოვს, რადგან წოდორეთის მარანს უამრავი უცხოელი სტუმრობს და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო ადგილზე მისვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

მოსახლეობა გარეგანათების არარსებობასაც აპროტესტებს. წინა ხელისუფლების პირობებში სოფელში ელექტროგანათების ბოძები დაამონტაჟეს კიდეც, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასზე სანათების დამონტაჟება არ მომხდარა.

ეს იმ პირობებში ხდება, როცა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ბიუჯეტის 30% ვერ აითვისა.

„ნიუპოსტი“ გოჩა ზეიკიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, მოსახლეობის პრობლემები მოგვარება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეროგატივაა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ნუგზარ ხუხუნეიშვილმა იმის ნაცვლად, რომ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის კონკრეტული თარიღი დაესახელებინა, ჟურნალისტებს გვთხოვა, პრიორიტეტების განსაზღვრაში დავხმარებოდით.

„ნაგვის ბუნკერთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ელემენტარულად ტრანსპორტი არ მაქვს, ვერ აუდის ჩვენი ტექნიკა ამხელა მანძილზე ნაგვის გამოტანას, შემოდგომაზე ვაპირებთ ტრანსპორტის დამატებას, ამიტომ ამ ეტაპზე ბუნკერის დადგმას აზრი არ აქვს“- აღნიშნა ხუხუნეიშვილმა.

რაც შეეხება გაზისა, გარეგანათებისა და აბრის არარსებობას, გამგებლის მოადგილე ამ საკითხზე აცხადებს:

„აბრებთან დაკავშირებით საპატრულოსთან შეთანხმება ხდება და ალბათ ძალიან მალე დავდგამთ. რაც შეეხება გარეგანათებას, ვფიქრობ მისი დაყენება ნაკლებად იყოს პრობლემა - მერე იქნება ეს ჩვენი გადასახდელი - ამ ეტაპზე უფრო საჭირბოროტო საკითხები არსებობს. მაშინ თქვენ მითხარით რომელი უფრო ადრე მოვაგვაროთ? - გარეგანათება თუ ნაგვის ბუნკერი? - ჩემი აზრით ჯერ ნაგვის ბუნკერის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. გაზი ჩვენი პრეროგატივა არ არის, დაუკავშირდით „სოკარს“, ამ კომპანიას ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით შეყავს გაზი სოფლებში და თვითონ წყვეტს სად გაიყვანოს“- განმარტა გამგებლის მოადგილეებმა.

ნუგზარ ხუხუნეიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ვერ დაასახელა ზუსტი და ვერც მიახლოებითი თარიღი, როდის მოუგვარებს გამგეობა მოსახლეობას პრობლემებს.

„გარეგანათებას ამ წუთში ვერ გეტყვით, როცა ჭარბი შემოსავალი მექნება ბიუჯეტში... ახალა ვერ დავამატებ. ამ დროისთვის აბრის დაყენება და ნაგვის გატანის საკითხი დგას, გარეგანათება - არა“- თქვა მან.

რაც შეეხება გუბერნიის მიერ 30 % - ის აუთვისებლობას, ხუხუნეიშვილი განმარტავს, რომ გუბერნიის ბიუჯეტი არ შეიძლება რაიონის ობიექტებს მოხმარდეს.

„30% რომ ვერ აითვისა შესაქებია, ანუ ნაკლები დაუხარჯავს. გუბერნიას არანაირად არ შეუძლია თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება. გუბერნიის ხარჯი არის მხოლოდ მისი ადმინისტრაციული ხარჯი, რაც გამოიხატება კომუნალურ ხარჯებში, ხელფასში და მსგავს რამეებში“- აღნიშნა ხუხუნეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42