პაპუნა დავითაია თეა წულუკიანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:36, 27 May, 2016     3374
პაპუნა დავითაია თეა წულუკიანის განცხადებას, ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს იყო თავხედური ფარსი და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა.

„გუშინ კიდევ ერთხელ გავხდით საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან უკვე ტრადიციად ქცეული ტყუილის და ცინიზმის მოწმე. როდესაც მათ ვითომდა რამე ახალ შედეგს მიაღწიეს ლევილის მამულის გადმოცემის საქმეში. ეს იყო თავხედური ფარსი და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა იმ ძალის მიერ რომელსაც არც ფანტაზია, არც ნება და კომპეტენცია არ ჰყოფნის რაიმე ახლის გასაკეთებლად. რომელიც დღესაც კი მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ მხოლოდ პლაგიატითა და სხვების მიერ უკვეგაკეთებული საქმეების თავის თავზე მიწერით არიან დაკავებული.


საქმე იმაში გახლავთ, რომ შეთანხმება რომელიც გუშინ 26 მაისს მინისტრებმა წულუკიანმა და დუმბაძემ ორგანიზაცია "ქართული კერის" წარმომადგენლებთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით გააფორმეს სინამდვილეში 5 წლის წინ 2011 წლის 23 მაისს იყო გაფორმებული. მეტიც მოლაპარაკებები წარმატებით იყო დასრულებული საფრანგეთის ხელისუფლებასთან რომლის მხარდაჭერასაც მოითხოვდა იმ პროექტის განხორციელება რომელზეც ჩვენ, მაშინდელი საქართველოს მთავრობა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები შევთანხმდით. 2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ, თბილისში მისი ვიზიტის დროს გაახმოვანა მისი სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა აღნიშნული პროექტისადმი.https://www.youtube.com/watch?v=OhGSAN7jRdY&feature=youtu.be (13:14 წუთიდან)
მეტიც მე ხელთ მაქვს არქიტექტურული ესკიზები რომელიც დეტალურად ასახავს ლევილის შატოში დაგეგმილი ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის პროექტს და რომელიც მე ჩემს ადგილმონაცვლეს 2012 წელს გადავაბარე რათა დარჩენილი საქმე გაეგრძელებინათ და 2014 წლისთვის აღნიშნული ცენტრი გახსნილიყო.

ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოს მთავრობა, ნაცვლად იმისა რომ ახალი იდეებითა და პროექტებით აგრძელებდეს ქვეყნის წინსვლას, დაკავებულია მათი წინამორბედების გაკეთებული საქმეების პლაგიატით. ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში კი იხარჯება ჩვენი ქვეყნისთის ძალიან ძვირფასი დრო და ფინანსური რესურსები."- განაცხადა პაპუნა დავითაიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42