„ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ემოციურად ამაღელვებელია და ამ დღეებში გარკვეულწილად ვივიწყებთ იმ სირთულეებსაც რომლის წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ. განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ჩვეთან ერთად ზეიმობს საქართველოს მილიონობით მეგობარი და მხარდამჭერი . ამაშიდიდია ქართული დიასპორის წვლილი. სიტყვა "დიასპორა" შეიძლება, ტკივილსაც, სევდასაც შეიცავდეს, მაგრამ ამავე დროს დიდი შესაძლებლობების, პოტენციის და დიდი სულიერი ძალის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე დიასპორის წევრებისთვისაც. რეალურად რომ შევხედროთ არაერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ჩვენს თვითმყოფადობას, კულტურას და მომავალს ქმნიდა , რეალურად ან საქართველოს გარეთ ან როგორც დიასპორის წევრი იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის კულტურის შექმნაში. ვიცით, რომ შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა იერუსალიმში, დავით გურამიშვილი ცხოვრობდა უკრაინაში. ათეულობით წლებს ატარებდა საქართველოს გარეთ სულხან-საბაც . ეს ადამიანები არა მარტო ინარჩუნებდნენ ქართველობას არამედ ქმნიდნენ კიდეც მას. ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებშიც, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. არიან ისეთებიც ვინც ჩვენ თვითმყოფადობას და ქართულ რეალობას შექმნიან. უმნიშვნელოვანესია ის მუშაობა, რომელსაც დიასპორის სამინისტრო ახორციელებს. ეს არის შესაძლებლობების გაღება თანამემამულეებისთვის , ერთის მხრივ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას გარედან და მეორე მხრივ ვისაც დაბრუნება სურს მიეცეს ამის შესაძლებლობა.
მინდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუხატო იმ მოქალაქეებს, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა დედაქალაქში ვხვდები ხოლმე. ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რაც თქვენს წინაშე დგას. ნაწილობრივ მაქვს შესაძლებლობა ხანდახან ამ სირთულეების მოგვარების. თქვენს სამსახურშიც ვართ, მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






