ჩვენ პატარა ერი ვართ და არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 11:18, 27 May, 2016     1806

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მეორე დიასპორული, პროფესიული ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა:

„გავიარეთ ურთულესი გზა განვითარების, წარმატებების, დაპირისპირების, განვიცადეთ არა ერთი მარცხი და გამოვიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიტანა ამ 25 წლის განმავლობაში, ეს არის ერთიანობის აუცილებლობა. ჩვენ პატარა ერი ვართ და არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი. არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო - განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად. ამისათვის ყველა თქვენგანის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, აჩვენონ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

„დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისათვის. ასევე ჩვენ დღეს გავხსენით არაერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა ბიზნესი წამოიწყონ საქართველოში. არაერთი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომელიც იქმნება ქვეყანაში და ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, გამოიყენონ მაქსიმალურად იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს აქვს უცხოეთში, შეცვალონ უკეთესობისაკენ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42