„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის შენიშვნების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი. წინასწარი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის პოზიცია, გამოიყენებს თუ არა იგი ვეტოს უფლებას.
გიორგი მარგველაშვილს ამისათვის ვადა 3 ივნისამდე აქვს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებისათვის ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
„დაველოდებით ამ დასკვნას, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გამართა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, უკვე იმის მიხედვით, რა იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაში, იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტსაც გააჩნია, შემდეგ უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ მოიქცევა“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






