კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას არ უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ორშაბათს გახდება ცნობილი, თუ რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
ივანიშვილის განცხადებით, ორშაბათს მისი წერილი გამოქვეყნდება, სადაც სავარაუდოდ მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. ყოფილმა პრემიერმა მცირე კომენტარი ჟურნალისტებთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ ისაუბრა.
„გილოცავთ, ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას, თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროთ. ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი, იქ ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






